იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების დროს მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ ეს საკითხი კიდევ წამოიწევს, საკუთარ ხედვას საზოგადოებას შესთავაზებს. თუმცა, ფოფხაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ამჟამად გუნდში არავითარი საუბარი არ ყოფილა.

"ზუსტად არ ვიცი ამის შესახებ, რადგან კონსულტაციები უნდა გავიაროთ გუნდში. ფაქტია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო იუსტიციის საბჭოს როცა ვაკომპლექტებდით. სწორედ ბესელია მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც წინააღმდეგი იყო ამის, მე კი ვიზიარებდი მის პოზიციას და პირადად მიმაჩნია, რომ საბჭოს წევრების დაკომპლექტება არ უწყობდა ხელს რეფორმებს. თუ ეს საკითხი კიდევ წამოიწევს, მომავალში მე ჩემს ხედვას აუცილებლად შევთავაზებ საზოგადოებას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უპირისპირდება და საბჭოს დაშლას მოითხოვს. საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დასაშლელად ოპოზიცია მუშაობის აქტიურ რეჟიმში გადადის. საუბარია ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე.