„თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე“

„თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი ნოდარ ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ერთ-ერთი ლოტის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

როგორც ჯავახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 20 მილიონი ლარის ტექნიკაა ქვეყანაში შემოტანილი.

„თავის დროზე გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედია-გრიგოლეთის ერთ-ერთ ლოტზე უკრაინულ კომპანიასთან, გაცემული იყო 47 მილიონი ავანსი და ფაქტობრივად არ იყო შესრულება საერთოდ. ჩვენ გვქონდა 2 არჩევანი, ან უნდა გაგვეწყვიტა პროექტი და უზარმაზარი სერიოზილი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა 47 მილიონის დაკარგვის საკითხი, ან როგორმე ეს პროექტი გაგვეცოცხლებინა. მე ჯერ მიჭირს ბოლომდე ვთქვა, რომ დავამთავრეთ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ გეტყვით, რომ ფაქტიურად ეს პროექტი გაცოცხლდა. გარკვეული და მნიშნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ პროექტში, რომელმაც არ გაუუარესა გზის ხარისხი და მარტო სექტემბერ-დეკემბერში 11 მილიონამდე შესრულებაა. დაახლოები 20 მილიონის ტექნიკაა შემოტანილი, ანუ დღეს რომ დაგვჭირდეს და გავწყვიტოთ, ჩვენ პრაქტიკულად იმ 47 მილიონს აღარ ვზარალობთ. თუმცა მაქვს იმედი, რომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ 2017 წლისთვის. ჩემი პიროვნული ღირსების საკითხია, თუ ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მოვსულვარ ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.