იურისტ მამუკა ნოზაძე ციხეებში ქურდული მენტალიტეტის და ე.წ. „მაყურებელთა ინსტიტუტის“ გაძლიერების შესახებ საუბრობს. მისი თქმით მას ეს ინფორმაცია პატიმრებისგან აქვს , მაგრამ მათივე უსაფრთხოების მიზნით სახელებს და გვარებს არ ასახელებს.
იურისტი აცხადებს, რომ ყველა დაწესებულებას ყავს თვისი მაყურებლები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები მინიჭებული, ისინი თვისუფლად გადაადგილდებიან ციხის ტერიტორიაზე, მათ განსხვავებით ციხის სხვა პატიმრებისგან შესდით ისეთი ნივთები და საკვები პროდუქტები , რომლებიც სხვა პატიმრებისთვის მიუწვდომელია, ზოგიერთ შემთხვევაში არიან პატიმრები, რომლებსაც აქვთ მობილური ტელეფონებიც კი, ამ პრივილეგიების სანაცვლოდ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს მაყურებლებს რათ იქონიოს გავლენა დანარჩენ პატიმრებზე.
ჩვენთნ საუბარში მამუკა ნოზაძემ დაასახელა ორი კონკრეტული გვარი, რომლებიც ასრულებენ მაყურებლების მოვალეობას №17 დაწესებულებაში. ესენი არიან: ირაკლი მჭედლიძე და რეზო ნაზარაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით დაწესებულებებში „მაყურებლების ინსტიტუტს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა და მისი პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე კურირებენ.
ნოზაძე ასევე საუბრობს ციხეებში ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზეც. ხშირ შემთხვევაში მაყურებლები ჩვეულებრივ პატიმრებს უსწორდებიან ფიზიკურად, ადმინისტრაცია კი ამაზე თვალს ხუჭავს, პატიმრები კი იძულებულები არიან რომ უარი თქვან იმ მოთხოვნეზე რომლებიც მათ აქვთ.
„როდესაც პატიმარი ითხოვს და წერს განცხადებას, რომ ჩაუტარდეს მას გარკვეული მკურნალობის კურსი, გადაყვანილი იქნეს ამა თუ იმ სამკურნალო დაწესებულებაში მას ციხის ადმინისტრაცია უგზავნის ე.წ. მაყურებლებს, რომლებიც აიძულებენ პატიმრებს უარი განაცხადოს იმ პრეტენზიაზე რაც მათ გააჩნიათ მკურნალობასთნ დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადიან“, - აღნიშნავს ნოზაძე.
იურისტის აზრით სახალხო დამცველის აპარატი ამ შემთხვევაში უძლურია, რადგან თვითონ პატიმრები შიშის გამო ერიდებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან კონკრეტულ ფაქტებზე საუბარს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლს, რომელიც დროებით არის შესული ციხეში, მას რომ მისცეს რაიმე ახსნა-განმარტება პატიმარმა ის შემდეგ პირისპირ მაარტო რჩება ძალადობრივ ჯგუფთან და უნდა ელოდოს როდის გაუსწორდებიან მას ფიზიკურად“, - აცხადებს ადვოკატი.
მამუკა ნოზაძე იმასაც აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ნდობით არ სარგებლობს პატიმრებში, მისი მუშაობის სტილის გამო, რადგან აპარატს აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება რომ ჩამოართს გარკვეული ახსნა - განმარტება პატიმარს და ამ ახსნა-განმარტებას უგზავნის იმავე ინსტანციას, რომელი ინსტანციის მიმართც პატიმარს აქვს პრეტენზია.