ხვალ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმენენ

ხვალ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუსმენენ

დეპუტატები, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე იმსჯელებენ. 29 დეკემბერს კი, სავარაუდოდ, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტები თემატურად, დარგობრივ ბლოკებში ხვალ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 13:00 საათზე განიხილავენ.

თემატური მოსმენები ერთსა და იგივე დროს სხვადასხვა დარბაზში გაიმართება, სადაც კომიტეტის წევრებს საშუალება მიეცემათ მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინონ. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მთავრობის შემადგენლობას პოლიტიკური ჯგუფები - „თავისუფალი დემოკრატები“, საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა მოუსმენს.

განხილვების შემდეგ კი, 21:00 საათზე პარლამენტის ბიურო დღის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს შეაჯამებს.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთან კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღავანელებს. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი. ასევე, როგორც ცნობილია, ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახდება.