"ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის პრობლემაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ამ კუთხით კომუნიკაციის ნაკლებობა არსებობს და შეცდომებია დაშვებული.
"კომუნიკაციის ნაკლებობა რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რამოდენიმე ნაბიჯია გადადგმული თავად პრეზიდენტის მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობ შეცდომები არის დაშვებული. პრეზიდენტს ევალებოდა უფრო დაბალანსებული პოზიცია გამოეჩინა, თუნდაც მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსის თემას ვიხილავდით და არ განეცხადებინა საერთო სახალხო კონსესუსზე. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.