სხვა ქვეყნებში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტორების 7-პროცენტიანი ზრდაა

სხვა ქვეყნებში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტორების 7-პროცენტიანი ზრდაა

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სხვა ქვეყნებში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად , საქართველოში ვიზიტორების 7-პროცენტიანი ზრდაა.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დამსახურებაა. "მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ჩოგოვაძეს. მათი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ამ პირობებში, როდესაც საქართველოს გარშემო არის სავალუტო კრიზისი, გვაქვს 7-პროცენტიანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის. 5 800 000 საერთაშორისო ვიზიტორს მიაღწია წელს საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ", - განაცხადა კვირიკაშვილმა ბაკურიანში, განახლებული კოხტას გახსნაზე.

მანვე მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. "მიდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ თქვენი ოჯახების კეთილდღეობა, რომელიც აუცილებლად მოვა იმის კვალდაკვალ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.