მანანა კობახიძე ცილისწამებისთვის ალეკო ელისაშვილსაც უჩივლებს

მანანა კობახიძე ცილისწამებისთვის ალეკო ელისაშვილსაც უჩივლებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ცილისწამებისთვის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილსაც უჩივლებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ადვოკატი ამ საკითხზე უკვე მუშაობს. "ვგეგმავთ ბატონი ალეკოს მიმართაც სარჩელის შეტანას. ადვოკატი მუშაობს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ცილისმწამებლებს პასუხი გავცეთ. სარჩელი აუცილებლად შევა, უბრალოდ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. მე დროს არ დავკარგავ, ამას უშუალოდ ადვოკატი მიხედავს", - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ პატიმართა შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ცილისწამებისთვის გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორს, ელისო კილაძეს უჩივლა.