საეჭვო ნივთის აღმოჩენის გამო, ბელგიის ქალაქ ნამიურის რკინიგზის სადგურში ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა რკინიგზის ხელმძღვანელობისგან ამ სადგურში სარკინიგზო მიმოსვლის აკრძალვა მოითხოვეს.
მგზავრებს აფრთხილებენ, რომ უახლოესი საათების განმავლობაში ამ კონკრეტულ სადგურში მატარებლების მიმოსვლა შეფერხებით განხორციელდება.