პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგიმის შესახებ, ინფორმირებული იყო.
როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ის მხარს უჭერს პოსტის დატოვების შესახებ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას და ასევე, მხარს უჭერს გიორგი კირიკაშვილის კანდიდატურას.
"მე ინფორმირებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი როგორც ბატონი ირაკლის, ასევე ბატონი გიორგის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ჩემი მყისიერი რეაქციაც, ამ ინფორმირებულობიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარეობდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება სახელმწიფოსთვის, ამასთან ერთად პერიოდი, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, ითხოვს სწრაფ ქმედებასაც. კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადებაც არის სწორი. საჭიროა, რომ ახალ წლამდე დაკომპლექტდეს მთავრობა და ქვეყანას ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები. შემდგომში კი, შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება", - განაცხადა პრეზიდენტმა.