პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ასევე პარლამენტთან ეფექტური თანამშრომლობით.
პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს წარმატებას უსურვებს.
„ბატონ გიორგი აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასევე პარლამენტთან ეფექტური თანამშრომლობით და მე მინდა ბატონ გიორგის წარმატება ვუსურვო ამ გზაზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე, თუ რა ტიპის ურთიერთობა ექნება მას კვირიკაშვილთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის დამოკიდებულებას არ შეცვლის და წინა პრემიერის მსგავსად, ახალსაც მოუწოდებს, რომ მაქსიმალური ჩართულობა ჰქონდეს მასთან.
„ბუნებრივია, ბატონი გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა, რა დამოკიდებულებაც იყო აქამდე ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის მიმართ, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება და მოწოდება, რომ არის კონსტიტუციური უფლებამოსილებები, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ, ეს არ შემცვლია. ეს არ შემცვლია ღარიბაშვილთან და გაგრძელდება ბატონ გიორგისთანაც“,- განაცხადა მაგვერაშვილმა „იმედის“ ეთერში.