დედაქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა

დედაქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა

თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ბიუჯეტს საკრებულოს 32 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 10 იყო.

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ 2016 წლის ბიუჯეტი აქამდე წარმოდგენილ ყველა ბიუჯეტზე უკეთესია და მასში, თბილისელების ყველა პრობლემა, გათვალისწინებულია.

2016 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.