საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარალმენტს უკვე გადაუგზავნა .
პრეზიდენტის თქმით, მან გამომდინარე იქიდნა, რომ საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ხდება პროცედურები, პარლამენტს კანდიდატურა მალევე გადაუგზავნა.
"შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი სამი დღის განმავლობაში მხარი დავუჭირე როგორც პრემიერის გადადგომას, ასევე ახალი კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის საერთო კოალიციურ კანდიდატად, ოფიციალურად დაასახელეს.