დავით ნარმანია - ვიღაც ნაცუკანები აპირებენ აქციის გამართვას

დავით ნარმანია - ვიღაც ნაცუკანები აპირებენ აქციის გამართვას

ვიღაც ნაცუკანები არიან, როგორც მე ვიცი", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას იტყოდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დღეს თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციის გამართვას გეგმავენ და მერის გადადგომას მოითხოვენ.
"ვიღაც ნაცუკანები არიან, როგორც მე ვიცი. ეს სერიოზული არ არის", - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგას თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღეა ამაზე არაერთი კომენტარი გააკეთა და მედიას მიმართა, იხილონ ის კომენტარები.