თინა ხიდაშელი - ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება

თინა ხიდაშელი - ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება

თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემრულებელი თინა ხიდაშელი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან უნდა შეიტყოს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის გიორგი კვირიკაშვილის პრივილეგია. ეს ცვლილებები მისგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. დიახ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება. ჩვენ ყველანი ამის საქმის კურსში ვართ", - განაცხადა ხიდაშელმა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის მოვალეობის შემრულებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უწყებაში ცვლილებები არ იგეგმება.