თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია დღეს დილით გარდაიცვალა. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ ესროლეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.