ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად რესპოდენტთა, ყველაზე მეტი, 30% შეხედულებებთან ყველაზე ახლოს საქართველოში არსებული არცერთი პარტია არ დგას.
კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პასუხი არცერთ პარტიას, გამოკითხულთა 30%-მა გასცა. პასუხი - არ ვიცი 8%-მა, ხოლო აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი 6%-მა განაცხადა.
რესპოდენტთა 18% კი მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" დგას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები 9%.