სამართლიანი სასამართლო, ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება

სამართლიანი სასამართლო, ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება

კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულებასთან წვდომა და უფლება გვქონდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი, ის ვალდებულებებია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება, - ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფორუმი ტარდება "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". ფორუმის თემაა, საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევები. დუგლას ბოლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია და მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს.

"ორ შეკითხვაზე შევეცდებით პასუხის გაცემას - ამ რეფორმების შედეგები იყო დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და საქართველოს სასამართლოს ანგარიშვალდებულება და ასევე რა არის აუცილებელი, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო სისტემა შეიქმნას", - განაცხადა დუგლას ბოლიმ.