საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ლევან ბეჟაშვილს თავს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კიევიდან თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"შემთხვევა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას. მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე ხდება თავდასხმა, ეს წახალისებულია ხელისუფლებისგან და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს. ეს საქმე ბევრად უფრო მძიემეა იმასთან შედარებით, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმესთან შედარებით ქუთაისელ ბიჭებს ეხება. ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ გამოუშვას ჩვენი ბიჭები", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა ინციდენტის 2 მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კი, ორთაჭალის პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანეს.