ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" NDI-საქართველოდან აცნობეს, გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევის პრეზენტაცია მედიისთვის სასტუმრო "რუმს ჰოტელში", 10:30 საათზე გაიმართება.