ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი სტრუქტურები, კონკურენტული ბიზნესგარემო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, გაუმჯობესებული საარჩევნო და შრომის კანონმდებლობა, - ეს იმ მიღწევების ნაწილია, რომლებზეც მთავრობის მეთაური დეტალურად ისაუბრებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანგარიშს 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში წარადგენს.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან.