"Air France"-ის ბორტზე ბომბი აღმოაჩინეს

ავიაკომპანია "Air France"-ის თვითმფრინავში ბომბის არსებობა დადასტურდა, რომელიც კენიაში ექსტრემალურად დაეშვა. ამის შესახევ "ესოშიეითიედ პრესი" იუწყება.

თვითმფრინავმა, რომელიც მავრიკი-პარიზის რეისს ასრულებდა, მომბასის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.

ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.