კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით, წელს საქართველოს ახალი გარღვევა არ ექნება

კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით, წელს საქართველოს ახალი გარღვევა არ ექნება

მაკკეინის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით, წელს საქართველოს ახალი გარღვევა არ ექნება. ამის შესახებ ანალიტიკოსმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, სადაც ის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

"ჯერჯერობით, თქვენ სავარაუდოდ ვერ ნახავთ აქტივობას ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ფრონტზე, ვერც ვარშავის სამიტის ან MAP-ის კუთხით. სამაგიეროდ ნახავთ სწორედ ასეთ პირდაპირ კავშირებს საქართველოს, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ეს ძალიან პოზიტიური განვითარებაა. მიმაჩნია, რომ ამერიკაც აქტიურად მუშაობს საქართველოსთან და ეს უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად. საქართველომ უნდა დააღწიოს ამ პრობლემებს თავი და წარმოადგინოს მაქსიმალურად მტკიცე არგუმენტი საკუთარი პოზიციის დასაცავად. რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას, წელს ამ მიმართულებით ახალი გარღვევა საქართველოს არ ექნება. მომავალში კი, როცა ნატო მზად იქნება ეს ურთიერთობა გააღრმავოს, საქართველოც მაქსიმალურად მომზადებული უნდა დახვდეს ამ ნაბიჯს", - განაცხადა ვოლკერმა.