თურქმა ძალოვნებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 68 მებრძოლის ლიკვიდირება მოახდინეს. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ასევე, თურქეთის უშიშროების ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
თურქეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში კომენდანტის საათი დააწესა. ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელიც შირნაკის პროვინციაში მიმდინარეობს, 10 000-მდე სამხედრო და სამართალდამცველი მონაწილეობს.