ევროპის ქვეყნებმა და თურქეთმა რუსეთის შორი მოქმედების ავიაციისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს . ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-კოსმოსური ძალების შორი მოქმედების ავიაციის სარდლის მოადგილემ ანატოლი კოლოვალოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, სირიის საჰაერო ოპერაციაში ჩართულ რუსულ თვითმფრინავებს ფრენების განხორციელება შემოვლითი მარშრუტებით უწევთ.