პაველ კლიმკინის შეფასებით, ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმს მომავალი წლის მაის-ივლისში დაუწესებს

პაველ კლიმკინის შეფასებით, ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმს მომავალი წლის მაის-ივლისში დაუწესებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის შეფასებით, ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმს მომავალი წლის მაის-ივლისში დაუწესებს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამის შესახებ კლიმკინმა ტელეკომპანია "ინტერ"-ის ეთერში განაცხადა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმს მაქსიმუმ 5-7 თვეში დააწესებენ", - განაცხადა მინისტრმა.

ევროკომისიამ უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დადებითი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა.