თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი.
თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 14 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის არიან სირიის, ერაყისა და პაკისტანის მოქალაქეები.
"ბიბისი" წერს, რომ მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსზე აპირებდნენ ჩასვლას.
წლის დასაწყისიდან საბერძნეთში თითქმის 600 000 მიგრანტი ჩავიდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს მიგრანტების რაოდენობამ შესაძლოა, 250 მილიონ ადამიანს გადააჭარბოს.