"ელექტორატის ხმების 60%-ზე ნადირობის სეზონი გახსნილია'"

ექსპერტი ვაჟა ბერიძე პაატა ბურჭულაძეს, ალეკო ელისაშვილსა და ლეონიდ ჩერნოვეცკის რჩევებს აძლევს.

"ბურჭულაძე, ჩერნოვეცკი, ელისაშვილი - ამ პირთა სუბიექტური ხედვებისა და მიზანდასახულობის მიუხედავად, ნებსით თუ უნებლიედ "ნაციონალური" რევანშის ნაწილია.

მიმდინარეობს ნადირობა ელექტორატის ხმების 60%–ზე (20% ,,ოცნება“ თავისი ადმინისტრაციული რესურსით, 10% ,,ნაციონალები“, 10% ,,პატრიოტთა ალიანსი“ და სხვანი).

"მონადირენი" გამოჩნდნენ. სხვებიც გამოჩნდებიან. საეჭვოა მონადირეებად ნაცების განაყოფები გამოდგნენ ("გირჩი" და სხვა).

ირმა ინაშვილის გამარჯვებამ საგარეჯოში სერიოზულად შეაშფოთა ჩვენი მეგობრებიც და მტერ–მოყვარენიც (,"მოყვარესა მტერსა ვუფრთხი“ – რუსთაველი).

ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. რუსების ზრახვების გამო, უვიზო მიმოსვლაზე არც რუსეთთან არ უნდა ვთქვათ უარი – საქმე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის შანსს ეხება.

ბურჭულაძეს, ჩერნოვეცკის, ელისაშვილს და სხვა ყველას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევ თუ ქართულ პოლიტიკაში მოვლენ, ღიად ითამაშონ და ფარული ალიანსებისგან თავი შეიკავონ.

ელექტორატის ხმების 60%–ზე ნადირობის სეზონი გახსნილია.

ყველაფერ ამაზე პორტალ "კვირის" პრესკლუბში ვისაუბრე. ჩემს ფეისბუქ მეგობრებს გთავაზობთ მოცალეობის ჟამს გასაცნობად, დიდი პატივისცემით",- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.