ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას... მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა

ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას... მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა

მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.

"ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, რადგან ძალიან ვენდობით სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. მგონი, ზედმეტი ნდობა არ გვინდა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

პაატა ბურჭულაძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური დასკვნაც შეაფასა. "გილოცავთ, ეს დიდი წარმატებაა საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლა, რომელიც მალე შევა ძალაში და ეს არის ევროპისკენ გადადგმული ერთი კარგი ნაბიჯი", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.