თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სიმბოლურად, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასევე, სიმბოლურ, ლურჯ ფერად განათდა სატელევიზიო ანძა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები, კერძოდ, ევროკავშრის დროშის გამოსახულებით იყო განათებული სვანური კოშკი _ მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე _ ზუგდიდში, შუქურა და "პორტა ბათუმი თაუერი" – ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში.

აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას უკავშირდება.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 220 450 ლარი გამოიყო.