ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს

ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს

ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, ასეთი რეკომენდაციით ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.

"დღეს დილით ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ", - ასე შეაფასა იუნკერმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპული კომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება.

ანგარიშის თანახმად, ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

2001 წლის 15 მარტს მიღებული რეგულაცია № 539/2001 იმ ქვეყნების სიას შეიცავს, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასასვლელად ვიზა ესაჭიროებათ.