საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, შენგენის ზონის ქვეყნებში, საქართველოს პირველი მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების ვადად, დაახლოებით, 4-5 თვეს ასახელებს.
თუმცა, როგორც ჟურნალისტებს ელჩმა განუცხადა, 4-5 თვე საბოლოო ვადა არ არის, რადგან ეს დამოკიდებული იქნება საქართველოზე, ისევე, როგორც ევროპარლამენტის წევრებზე და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე.
"ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის სამართლებრივ ორგანოში და შემდეგ უკვე დისკუსიები დაიწყება. პროგრესი წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის წევრების ხელშია. დრო, რომელიც საჭირო იქნება, მოლდოვის გამოცდილებიდან გამომდინარე, კომისიის პროგრესის ანგარიშსა და ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე, იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდეა. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს საბოლოოდ დასაყრდნობი ორიენტაციაა არაა, რადგანაც შესაძლოა მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს ქვეყნებს შორის", -განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.