ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს წინადადებას, რათა საქართველო იმ ქვეყნების სიაში ჩართონ, რომლებიც ვიზის საჭიროებისგან თავისუფლები არიან.
როგორც ჰერმანმა განაცხადა, ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და რეფორმების მიმდინარეობას.
„თუკი მხედველობაში მივიღებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, ევროკომისია შემდეგი წლის დასაწყისში საბჭოს და ევროპარლამენტს სამართლებრივ წინადადებას წარუდგენს, რათა შესრულებულ იქნას 2001 წლის 531-ე დებულება, ანუ ევროკომისია წინადადებას წარუდგენს წევრ ქვეყნებს და პარლამენტს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში ჩართოს, რომლის მოქალაქეები გათავისუფლებული იქნებიან ვიზის საჭიროებისგან, შენგენის ქვეყნებში მოკლე ვადიანი ვიზიტების დროს, 90 დღის განმავლობაში“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისი თქმით, საქართველოს ძალისხმევა და ქვეყნის მიერ გამოყოფილი რესურსები იქნება გარანტი, რომ რეფორმები რომლებიც გატარდა, მდგრადი იქნება. ჰერმანმა აქვე დასძინა, რომ ამ პროცესში ფინანსური მხარდაჭერის გზით, ევროკავშირიც იღებს მონაწილეობას.
„საქართველოს და ევროკავშირის დიალოგი ვიზებთან მიმართებაში და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მომზადება, ძალიან მნიშვნოლავანი და ეფექტური იყო, რათა სიღრმისეული რეფორმები განვითერრებულიყო, როგორც სამართლებრივ, ასევე სხვა სფეროებში. ასევე ამან დიდი როლი ითამაშა ასცოცირების ხელშეკრულების გატარებაში. საქართველომ ასევე გამოყო შესაბამისი რესურსები და ჩვენ გვჯერა, რომ ეს აუცილებლად შექმნის ყველანაირ გარანტიას იმისთვის, რომ რეფორმები, რომლებიც გატარდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის თვალსაზრისით, იქნება მდგრადი. ამ პროცესში ევროკავშირი ასევე, იღებს მონაწილეობას ფინანსური მხარდაჭერის გზით და სხვა „VLAP“-ის რეფორმების გატარებაში, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური ურთიერთობის განვითარებას, იქნება ეს ორგანიზებული დანაშაულისა თუ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე ევროკავშირი მხარს დაუჭერს კონსოლიდაციას და ყველა იმ მონდომებას, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციასთან. კომისია თვალყურის მიადევნებს, საქართველოს მიერ ყველა რეფორმების გატარებასაც“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, დღეს ზეიმის დიდი მიზეზი არსებობს როგორც ქართველებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ევროკავშირი და საქართველო ძალიან დაახლოვდებიან.
"დღეს ჩვენ გვაქვს მიზეზი რომ ვიზეიმოთ, პირადად მე, ევროკავშირის დელეგაცია, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ. ყველა ჩვენ ერთად აღებული, გილოცავთ, ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან წარმატებაში, რომელსაც ჩვენ მივყავართ იმ დაპირებამდე, რომ მომავალში ჩვენ ძალიან დავახლოვდებით", - განაცხადა ევროკაშირის ელჩმა.