"ლტოლვილების კრიზისი ხელს არ შეუშლის სავიზო ლიბერალიზაციას"

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპაში აქტუალურ მიგრაციულ კრიზისს, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებაში ხელისშემშლელ პირობად არ მიიჩნევს.

მერკელის განცხადებით, გერმანიისთვის მთავარი ევროკომისიის ანგარიშია და აღნიშნავს, რომ გერმანია ანგარიშის მიხედვით იმოქმედებს.

„აქტუალური მიგრაციული კრიზისი არანაირად იმოქმედებს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკომისიის ანგარიში და ამ ანგარიშის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.