ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, დღეს ევროკომისიამ, ევროპულ საბჭოს, საქართველოს, უკრაინისთვისა და კოსოვოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით მიმართა.
იუნკერის თქმით, ევროკომისიამ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა.
„დღეს ჩვენ შედეგიანი სამუშაო დღე გვქონდა. კომისიამ გამოაქვეყნა პოზიტიური ანგარიში სავიზო ლიბერეალიზაციის შესახებ, უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსათვის. კომისიას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ევროპული საბჭოსთვის, რომ მან მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება სავიზო-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამ სამივე ქვეყნისათვის“, - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.