"თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანა მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთვამს, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოებით აფხაზებიც და ოსებიც ისარგებლებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გახდება ქვეყანა მიმზიდველი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. "რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ ევროპა - მისი ფასეულობები და ცხოვრების წესი - არა უბრალოდ რაციონალური არჩევანია, არამედ ჩვენი ისტორიული სახლი. ამ სიტყვაში - ევროპა, განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც მივისწრაფვით: თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა და თანასწორობა, მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისათვის, განვითარების პირობები ყველასათვის. რაც მთავარია - ესაა ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების სივრცე. და ესაა გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანა მიმზიდველს აფხაზი და ოსი ძმებისთვის. დადგება დღე, როცა ისინიც სრულად ისარგებლებენ სიკეთეეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ამ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა