აკაკი ბობოხიძე მანანა კობახიძეს:  გულწრფელად გეუბნებით, მეცოდებით

აკაკი ბობოხიძე მანანა კობახიძეს: გულწრფელად გეუბნებით, მეცოდებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მისი ძმის ლევან ბობოხიძის საქმე, მანანა კობახიძის მიერ შეწყალების კომისაში გაგზავნილ სატელეფონო გზავნილებთან გააიგივა.

როგორც ბობოხიძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეცოდება.

"ქალბატონო მანანა, ლევან ბობოხიძესა და ზურაბ ჯიბუხაიას ბრალი წარუდგინეს თითქოს მათ წინასწარი განზრახვით ერთი კაცის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. იცით, მას ეს ბრალი როგორ წარუდგინეს? - სატელეფონო საუბრით, სადაც ჩემი ძმა გამგებელს კომისის ჩატარებას სთხოვდა და ეუნებოდა, რომ ხალხს ნუ აწამებთო. მეტი მტკიცებულება არ არსებობდა და თქვენს მიერ კომისიაში უამრავი მესიჯია გაგზავნილი. უნდა აგზავნიდეთ, მაგრამ გააჩნია, რა შინაარსისას. ორმაგ სამართალს თავი უნდა დაანებოთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ მეცოდებით. "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრი არ მეცოდება - გინდ, ციხეში და გინდ გარეთ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და თქვენს გვერდით თქვენი გუნდის ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავ. რა არის მიზეზი? ეტყობა, თქვენში მათაც ეჭვი ეპარებათ და ფიქრობენ, რომ თქვენ დამნაშავე ხართ", - მიმართა მანანა კობახიძეს აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სესიაზე.