ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, სავარაუდოდ, დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გამოქვეყნდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიუსელში მყოფი ქართველი ჟურნალისტები ავრცელებენ.
ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება 14:00 საათისთვის იგეგმებოდა, პარალელურად, 14:30 საათზე ჩაინიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ იანოშ ჰერმანის ბრიფინგი, თუმცა ორივე ღონისძიება გადაიდო.