ახალ მაჟორიტარულ ოლქებს სახელის ნაცვლად მხოლოდ ნომერი ექნება

ახალ მაჟორიტარულ ოლქებს სახელის ნაცვლად მხოლოდ ნომერი ექნება

ახალ მაჟორიტარულ ოლქებს სახელი აღარ დაექმევა – მათ მხოლოდ ნომერი მიენიჭება. ამის შესახებ განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა. როგორც აღინიშნა, არ იქნება მაგალითად, ლაგოდეხი-მთისძირი-ბაღლოჯიანის სახელწოდების საარჩევნო ოლქი და მას მხოლოდ ნომერი მიენიჭება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსნით განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას - ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს.