ჩემი ხელმოწერილი წერილია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი

ჩემი ხელმოწერილი წერილია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო 2008 წლამდე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარ ფიგურანტ ნუგზარ ბოჭორიშვილს რესპუბლიკურ პარტიასთან შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა. ასე ეხმაურება უსუფაშვილი ბოჭორიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

"ბოჭორიშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის გარკვევა. ამ თემაზე 2011-2012 წელს პარტიას ოფიციალურად მიმართა მანანა კობახიძემ როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა და გვთხოვა მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია იყო თუ არა ბოჭორიშვილი აქტივისტი. ჩემი ხელმოწერილი წერილი არის გაცემული, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე და ასევე იხდიდა საწევროს, თუმცა სხვა რაიმე აქტივობა მისი მხრიდან განსაკუთრებული არ ფიქსირდებოდა. მეორე ეპიზოდია აქვე, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, როცა პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობდა, მაშინ ბოჭორიშვილის გვარიც მოხვდა წინასწარ სიაში, თუმცა როგორც კი ჩვენ, რესპუბლიკელებს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოჭორიშვილი არც ერთ ეტაპზე პოლიტპატიმრად არ ჩაგვითვლია და რომ მის მიმართ სახელმწფიოს მხრიდან განხორციელებული ზომები მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ ბოჭორიშვილი პირველადი სიიდან ამოიღეს, რის შედეგადაც ის ამინისტირებულთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

დავით უსუფაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო ბოჭორიშვილის შემხებლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან" და პარტიას მისი შეწყალება არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია.