ჯონ კერი სერგეი ლავროვს ხვდება

ჯონ კერი სერგეი ლავროვს ხვდება

მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც მოსალოდნელია, შეხვედრის მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირება გახდება.

რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის დიპლომატს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს.