ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ლატვიელმა დიპლომატმა გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
ედგარ რინკევიჩსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს.