თბილისში, საახალწლო ღონისძიებებისთვის თითქმის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში მიაწოდეს.
ოფიციალური მონაცემებით, საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 10 დღის განმავლობაში გაიმართება, რაზეც თბილისის ბიუჯეტიდან 1 499 000 ლარი გამოიყოფა.
რაც შეეხება უშუალოდ საახალწლო ღონისძიებებს - 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს, მათ შორის 31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.