გიორგი კვირიკაშვილი - ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით

გიორგი კვირიკაშვილი - ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით

ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არ არის დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
"ჩვენთვის, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ გადადების მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში დადებითია. 
"ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, როგორც როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ განაცხადა. ეს, შესაძლოა, მოხდეს უფრო ადრეც", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.