სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური პროცესი დაიწყო. 14 დეკეკმბერს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს მოლაპარაკებების დაწყებას ფინანსური კონტროლისა და კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებზე. როგორც "დოიჩე ველე" წერს, სერბეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნებს 2019 წლისთვის შეასრულებს.
ამასთანავე, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არ არის მიიღოს თავის რიგებში სასაზღვრო კონფლიქტის მქონე სახელმწიფო. ჰანის მოსაზრებით, მოლაპარაკებები სერბეთის გაწევრიანების საკითხზე შესაძლოა გაჭიანურდეს.
სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი 2012 წლის მარტში მიიღო.