მცირეწლოვანმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა გადაყლაპა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შესაბამის საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე სწავლობს. ”მივიიღეთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა "მინსტერი" საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული. როგორც აღმოჩნდა, ის მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად შეჭამა. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს სწავლობს. ამავე დროს, მოსახელობას მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს, დაუკვშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 91 91 68, ან 91 91 67", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, სააგენტო მშობლებს სიფრთხლისკენ მოუწოდებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაუშვებელია სურსათთან რაიმე სახის სხვა ნივთიერებების რეალიზება და შენახვა.
2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სახლში გუშინვე გაწერეს.