ალეკო ელისაშვილი დაცვის სპეციალურ ღონისძიებაზე უარს ამბობს

ალეკო ელისაშვილი დაცვის სპეციალურ ღონისძიებაზე უარს ამბობს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტისა და პროკურატურის მიერ შეთავაზებულ დაცვის ღონისძიებაზე უარს ამბობს. 
როგორც მთავარ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პირადად შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და დაცვის დანიშვნის თაობაზე მიიღო შეთავაზება. 
"პრეზიდენტს ჩემთვის დაცვა არ გამოუყვია, ამის თაობაზე კვირას გვქონდა საუბარი. პროკურატურამ შემომთავაზა სპეციალური დაცვის ღონისძიება, მაგრამ ამ ეტაპზე უარს ვამბობ იმიტომ, რომ არ მეშინია. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, იმას ეშინოდეს. პრეზიდენტთანაც მქონდა შეხვედრა, მან შემომთავაზა დაცვის ღონისძიების გატარება, მაგრამ მე ამაზე უარს ვამბობ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.