ევროკავშირი ძალღონეს არ დაიშურებს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.
"ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ საბჭოზე განაცხადა და დაადასტურა, რომ ეს მოხსენება 15 დეკემბერს არ გამოქვეყნდება.
"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დისკუსია 14 დეკემბერს გაიმართა და შევთანხმდით, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მათ დაახლოების საშუალებას მისცემს. სამუშაო, რომელსაც ევროკომისია აწარმოებს წევრ ქვეყნებთან, კვლავ გრძელდება", - განაცხადა მოგერინიმ.