„სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ ხვალ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ოფიციალურად გაიხსნება.
"სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის, რომლის ინიციატივითაც “საქართველოს სოლიდარობის ფონდი” შეიქმნა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ინოვაციური დაფინანსების კუთხით ფილიპ დუსტ–ბლაზი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, იანიკ გლემარეკი ეწვივნენ.
2015 წლის აგვისტოში „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში გაწევრიანდა. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საკითხებში, საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად გაიმართება.
"სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ 15 დეკემბერს გაიხსნება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.