ევროკომისია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება გადაიდება

ევროკომისია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება გადაიდება

ევროკომისია არ ადასტურებს, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა გადაიდოს. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის სხინასმა განაცხადა.

"ჯერჯერობით არ შემიძლია დაგიდასტუროთ რაიმე ამ საკითხის განსაკუთრებული განვითარება. ამ კუთხით ოთხშაბათს, ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ველოდებით. იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ტუსკთან და ევროკომისიის თავმჯდომარე იუნკერთან. მაგრამ რაიმე სპეციფიკის დადასტურება არ შემიძლია, რადგან ევროპული საბჭო ჯერ არ ჩატარებულა. გვსურს, საბჭოს დღის წესრიგი დავიცვათ", - განაცხადა სხინასმა.

როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, დღეს წყარომ ევროკავშირის საბჭოში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიდოს.