პრეზიდენტმა ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა

პრეზიდენტმა ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს პირადი დაცვით სარგებლობა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თავად ელისაშვილმა განუცხადა.

ინფორმაციას ადასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, თუმცა შეთავაზების მიზეზს არ აკონკრეტებენ.

არსებული ინფორმაციით, შეთავაზება პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით ელისაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.